მენაშენეების პროექტის ფარგლებში, დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ გორში, იძულებით გადაადგილებული ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის მიზნით 68 ბინა შეისყიდა.
როგორც GMnews-სთვის გახდა ცნობილი, აღნიშნული საცხოვრებელი ფართები ადმინისტრაციული დაპირების მქონე იძულებით გადაადგილებული ოჯახებისთვის არის განკუთვნილი.
ბინების მშენებლობის პროცესს სააგენტოს დირექტორი ბესარიონ სიმონიშვილი, შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული ვალერიან მჭედლიძე და გორის მუნიციპალიტეტის მერი ადგილზე გაეცნენ.
„სამუშაოები გეგმის მიხედვით მიმდინარეობს და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, გარემონტებული, ბინები დევნილებს მიმდინარე წლის ზაფხულში გადაეცემათ,“ - განაცხადა ბესარიონ სიმონიშვილმა.
3 031 საარჩევნო უბნიდან 483 საარჩევნო უბანი განთავსებულია საბავშვო ბაღების შენობებში, 1675 საარჩევნო უბანი - სკოლების შენობებში
2025 წლიდან, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში მონაწილეობის მიღებას მხოლოდ საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე სამედიცინო დაწესებულებები შეძლებენ