სამართალი
01.07.2021 13:09
ხელთუბანში, სამი წლის წინ გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვლილი თორნიკე მერებაშვილის ოჯახი პარტია „საქართველოსთვის“ გორის ოფისთან აქციას მართავს
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხელთუბანში, 2018 წლის 6 ივლისს, გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვლილი თორნიკე მერებაშვილის ოჯახის წევრები პარტია „საქართველოსთვის“ გორის ოფისთან აქციას მართავენ. გარდაცვლილის მამის, მერაბ მერებაშვილის განცხადებით, გიორგი გახარია შსს მინისტრობის და პრემიერის პოზიციიდან ოჯახს არაერთხელ დაპირდა დახმარებას და ობიექტურ გამოძიებას, თუმცა - უშედეგოდ.
„გახარია დაგვპირდა, რომ ჩემი შვილის საქმე პირად კონტროლზე აიყვანდა, თუმცა 3 წლის თავზე სიმართლე კვლავ არაა დადგენილი. თორნიკე მოკლეს, მკვლელებს კი პოლიციამ ხელი დააფარა. აქ მოვედით იმიტომ, რომ მკვლელების მფარველებს ხელისუფლებაში ყოფნის უფლება არ აქვთ და ვაპროტესტებთ მისი პარტიის ოფისის გახსნას“, - განაცხადა გარდაცვლილის მამამ მერაბ მერებაშვილმა.
პარტია „საქართველოსთვის“ გორის ოფისი ცოტა ხნის წინ ი. გოგებაშვილის ქუჩაზე გაიხსნა.
კვირის ამბები