კულტურა
01.07.2021 12:35
გორელი ახალგაზრდები „ქართული კულტურის დღეები-მესტია 2021“-ის ფარგლებში სვანეთში გაემგზავრებიან

12 გორელი ახალგაზრდა ,,ქართული კულტურის დღეები-მესტია 2021“-ში ჩაერთვება, - აღნიშნულ ინფორმაციას გორის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

სვანეთში გამგზავრებამდე ახალგაზრდები გორის მერს, კონსტანტინე თავზარაშვილს შეხვდნენ და კულტურის დღეებზე მშობლიური ქალაქის წარმოჩენის გზებზე იმსჯელეს.

„ქართული კულტურის დღეები მესტიაში 5 დღეს გაგრძელდება. ღონისძიების ფარგლებში საჯარო ლექციები, ლაშქრობები, კონცერტები, დისკოთეკები, შეხვედრები დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან და სხვა აქტივობები გაიმართება.

გორელი ახალგაზრდების გამგზავრება სვანეთში გორის მუნიციპალიტეტის მერიის ახალგაზრდული პროექტების თანადაფინანსების პროგრამით ფინანსდება. პროექტის ინიციატორია „ბავშვთა და სტუდენტთა დამოუკიდებელი გაერთიანება“, რომელმაც მონაწილე ახალგაზრდები ღია კონკურსის წესით შეარჩია“, - აცხადებენ გორის მუნიციპალიტეტის მერიაში.

კვირის ამბები