საზოგადოება
14.11.2019 14:58
გორელი მძღოლები უმეტესად პარკირების ექვსთვიან და ერთწლიან აბონემენტებს იძენენ

„კონკრეტულ ციფრს ვერ გეტყვით რამდენმა მოქალაქემ შეიძინა პარკირების აბონემენტი, თუმცა, შემიძლია დავადასტურო, რომ ქალაქში საპარკინგე ადგილებით სარგებლობის უფლების შეძენას მძღოლები აქტიურად განაგრძობენ. უმეტესად, 6-თვიან და ერთწლიან აბონემენტებზეა მოთხოვნა. გარკვეული პერიოდის შემდეგ, სტატისტიკურ მონაცემებსაც გავასაჯაროებთ, მთავარი არის ის, რომ ადამიანები თანდათან იზიარებენ საკუთარ მოქალაქეობრივ პასუხისმგებლობას“ - ამბობს GMnews-თან საუბრისას გორის მუნიციპალიტეტის მერიის კეთილმოწყობის სააგენტოს ხელმძღვანელი ბაჩანა გვიანიშვილი.

გვიანიშვილის ინფორმაციით, საჯარიმო სანქციების ამოქმედებიდან დღემდე გარკვეული ოდენობის ოქმი უკვე გამოიწერა, თუმცა, არის შემთხვევები, როცა პარკირების ინსპექტორები გაფრთხილებით შემოიფარგლებიან, ასევე, ხშირ შემთხვევაში, მძღოლები ადგილზევე, ოპერატიულად ახდენენ აბონემენტის შეძენას.

შეგახსენებთ, რომ პარკირების ფასიანი სისტემა გორში 1-ლი ოქტომბრიდან ამოქმედდა, პარკირების ინსპექტორებმა კი, საჯარიმო ოქმების დაწერა 1-ლი ნოემბრიდან დაიწყეს.

პარკირებისა და ჯარიმის საფასურის გადახდა შესაძლებელია: კეთილმოწყობის სააგენტოს ვებგვერდისა (goriparking.ge) და სწრაფი გადახდის აპარატის საშუალებით (ჯერჯერობით მხოლოდ TBC Pay და თიბისი ბანკის).

 

 

კვირის ამბები