გორის მუნიციპალიტეტის მერმა, კონსტანტინე თავზარაშვილმა სოფელ ზერტის ერთ-ერთ უბანში განახლებული სასმელი წყლის სისტემა დაათვალიერა.
კონსტანტინე თავზარაშვილი ადგილობრივ მოსახლეობას გაესაუბრა და მათი საჭიროებები მოისმინა.
გორის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციითვე, სასმელი წყალი გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზერტის აღნიშნულ უბანში ყველაზე დიდი პრობლემა იყო, რომლის მოგვარებაც ადგილობრივებისა და უშუალოდ მერის კომუნიკაციის შემდეგ დაიგეგმა.
„120-მდე ოჯახი სასმელ წყალს მეზობელი უბნებიდან ეზიდებოდა. სამუშაოების დასრულების შემდეგ კი, ადგილობრივი მაცხოვრებლები წყალს საკუთარ ეზოებში, ინდივიდუალური ონკანების საშუალებით იღებენ.
პროექტის ფარგლებში მოეწყო ჭაბურღილი, საქლორატორო, სადაწნეო კოშკი, სანიტარული ზონა, გამანაწილებელი ქსელი, ინდივიდუალური ონკანები და მრიცხველები. სამუშაოებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 347 600 ლარი გაიხარჯა“, - ნათქვამია გორის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.