საზოგადოება
01.07.2021 11:31
საქართველოში COVID19-ის 980 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 11 ადამიანი

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოში COVID19-ის 980 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფიცირებულთა რიცხვის დასადგენად ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში, ქვეყნის მასშტაბით 30 579 კვლევა ჩატარდა ტესტით, მათ შორის 15 598 კვლევა ანტიგენის ტესტით და 14 981 PCR ტესტით.

გასული დღე-ღამის განმავლობაში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 877 პირი და დაფიქსირდა გარდაცვალების 11 ახალი შემთხვევა.

დღეს, ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 980 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 663 შემთხვევა, აჭარაში - 38, იმერეთში - 95, ქვემო ქართლში - 51, შიდა ქართლში - 18, გურიაში - 2, სამეგრელო-ზემო სვანეთში - 39, კახეთში - 52, მცხეთა-მთიანეთში - 12, სამცხე-ჯავახეთში - 6, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში კი, 4 პირი დაინფიცირდა.

კვირის ამბები