რჩევები
30.06.2021 14:34
როგორ ამოვიცნოთ მავნე ნიტრატებით გაჯერებული კიტრი და პომიდორი
ზაფხულში, ტემპერატურის მატებასთან ერთად, ადამიანების უმრავლესობას საკვების მიმართ მოთხოვნილება უმცირდება. ამ დროს, ბევრი უარს ამბობს ცხელ კერძებზე და უპირატესობას ბოსტნეულის სალათებს ანიჭებს. ხშირად, კიტრი და პომიდორი ასეთ დროს შეუცვლელი საკვებია. როგორ ამოვიცნოთ მავნე ნიტრატებით გაჯერებული ბოსტნეული ჯანსაღისგან: მაშ ასე, გაითვალისწინეთ, რომ პომიდორი, რომელიც შიგნიდან გამოფიტულია, დიდი რაოდენობით ნიტრატებს შეიცავს, ასევე ნიტრატებიანია პომიდორი, რომელიც უკვე დამწიფებულია, თუმცა მასში თეთრი ძაფისმაგვარი ზოლებია. ბევრი ფიქრობს, რომ მწვანე თესლის მქონე პომიდორიც ნიტრატებითაა გაჯერებული, თუმცა ეს მცდარი შეხედულებაა. კურკების ფერს პომიდვრის ჯიში განაპირობებს. ალბათ გინახავთ პომიდორი, რომლის ზედაპირიც თეთრი წინწკლებითაა დაფარული. ასეთი პროდუქტი ხელოვნურადაა დამწიფებული და მასშიც, სავარაუდოდ, დიდი რაოდენობით ნიტრატები იქნება. რაც შეეხება კიტრს, მსგავს შემთხვევაში კიტრში უფრო ადვილად კონცენტრირდება ნიტრატები ვიდრე პომიდორში, ამიტომ კიტრის შეძენისას და მირთმევისას კიდევ უფრო დიდი სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ. ნუ შეიძენთ არაბუნებრივად, ძალიან მუქი ფერის კიტრს, მასში დიდი ალბათობით დასაშვებ დოზაზე მეტი ნიტრატებია. კარგი პომიდორი ძირს დაგდებისას უნდა დაიჭყლიტოს, თუ პომიდორმა შეინარჩუნა ფორმა, ის არაბუნებრივი გზებითაა დამწიფებული. ასევე იცოდეთ, პომიდორს, რომელსაც არაბუნებრივი გამონაზარდები აქვს, არ არის სასარგებლო, რადგან მას ასეთი ფორმა ჰორმონალური პრეპარატების მეშვეობით აქვს მიღებული, რის გამოც მუტაცია განიცადა.
პომიდვრის ყიდვისას მნიშვნელოვანია დააკვირდეთ ლაქებს - თუ მასზე მწვანე ფერის ლაქებია, მოერიდეთ ასეთ პროდუქტს, რადგან უმწიფარ პომიდორში დიდი რაოდენობით სოლანინია.
განმარტებისთვის გეტყვით, რომ სოლანინი - ორგანული შენაერთი, შხამიანი ალკალოიდია, რომელიც ორგანიზმში მოხვედრისას იწვევს გულისრევას, ღებინებას, ტკივილს მუცლის არეში, ნერვული სისტემის დაზიანებას. დიდი დოზით სოლანინის ორგანიზმში მოხვედრამ კი შესაძლოა, ადამიანის დაღუპვა გამოიწვიოს.
პომიდორში არსებული სოლანინი ნეიტრალდება მაღალ ტემპერატურაზე, ასევე, მაღალ ტემპერატურაზე ნეიტრალდება ნებისმიერი სახის პომიდორში ნიტრატებიც. გამომდინარე იქიდან, რომ კიტრს არ ვამუშავებთ თერმულად და ისე მივირთმევთ, ამასთანავე, კიტრში ნიტრატების კონცენტრაცია მეტად ხდება, მის მიღებამდე საჭიროა თავის დაზღვევა და მასში ნიტრატების რაოდენობის შემცირება, რაც სახლის პირობებში შესაძლებელია. ბოსტნეულში ნიტრატების შესამცირებლად მოათავსეთ პროდუქტი წყალში და დადეთ სინათლეზე, რაც უფრო დიდი ხანი იქნება ბოსტნეული წყალში, მით მეტი ნიტრატები გამოვა მისგან, წყალში ყოფნიდან 2 საათის შემდეგ, ბოსტნეულიდან ნიტრატების დაახლოებით 25 პროცენთი გამოვა, რაც არც ისე ცოტაა. კიტრის შემთხვევაში, უმჯობესია გათალოთ, რადგან ნიტრატები ძირითადად მის კანში გროვდება.
კვირის ამბები