საზოგადოება
30.06.2021 14:17
როგორ უნდა მოქცეს აბიტურიენტი, თუ გამოცდამდე კოვიდინფექცია დაუდასტურდა

აბიტურიენტები, რომლებსაც კოვიდინფექცია დაუდასტურდათ, საგამოცდო ცენტრებში არ უნდა გამოცხადდნენ.

როგორც შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, სოფიო გორგოძემ განაცხადა, კორონავირუსის დადასტურების შემთხვევაში აბიტურიენტი აუცილებლად უნდა დაუკავშირდეს ცენტრის ცხელ ხაზს და მიაწოდოს შესაბამისი უნფორმაცია.

„კორონავირუსის დადასტურების შემთხვევაში აბიტურიენტი აუცილებლად უნდა დაგვიკავშირდეს ცენტრის ცხელ ხაზზე. ის არ მობრძანდება საგამოცდო ცენტრში. ჩვენ ამ ინფორმაციას გადავამოწმებთ დაავადებათა კონტროლის ცენტრთან და ყველა ის პირი, რომელიც აღმოჩნდება დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ერთიან ბაზაში, გამოცდას დამატებით სესიაზე ჩააბარებს, რომელსაც ჩვენ დავნიშნავთ მას შემდეგ, რაც ინფიცირებიდან 14 დღე გავა“, - განაცხადა გორგოძემ.

ცნობისთვის, ერთიანი ეროვნული გამოცდები ხვალ, ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყება.

კვირის ამბები