Close Encounters აქტუალური მუსიკის ფესტივალის ფარგლებში, გორელ მუსიკისმოყვარულებს საშუალება მიეცემათ გორის ქალთა კამერულ გუნდსა და ახალგაზრდა ქართველ მუსიკოსებს მოუსმინონ. შემოქმედებით საღამოს, დღეს, 1-ელ ივლისს, გიორგი ერისთავის სახელობის დრამატული თეატრი უმასპინძლებს.
„მაყურებლის წინაშე წარსდგება გორის ცნობილი ქალთა გუნდი ოთხ ახალგაზრდა ქართველ მუსიკოსთან - სანდრო ჩინჩალაძესთან, ანუშკა ჩხეიძესთან, გიორგი კობერიძესა და ალექსანდრე კორძაიასთან ერთად.კოლაბორაციის ფარგლებში წარმოგიდგენთ ოთხ ახალ კომპოზიციას, რომელიც შექმნილია როგორც ვოკალური ანსამბლისთვის, ასევე ელექტრონული და აკუსტიკური ინსტრუმენტებისთვის“, - აცხადებენ ერისთავის თეატრში.
მუსიკალურ-შემოქმედებითი საღამო 19:00 საათზე დაიწყება.
ოკუპირებულ რეგიონებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ განხორციელებულ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება საოკუპაციო ძალას - სუსი