საზოგადოება
30.06.2021 14:19
გორისა და ქარელის მუნიციპალიტეტებში მცხოვრები დევნილების პრობლემებს ხელისუფლების წარმომადგენლები გაეცნენ
დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორი სკრის, საქაშეთისა და ახალსოფლის დასახლებებში მაცხოვრებელი დევნილების საჭიროებებსა და პრობლემებს ადგილზე გაეცნო. ბესარიონ სიმონიშვილმა, მოსაგვარებელი საკითხების გადაჭრის გზები შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილესთან სიმონ გულედანთან ერთად განიხილა.
გარდა ამისა, შეხვედრებზე სააგენტოს წარმომადგენლებმა დევნილებს დასაქმების, თვითდასაქმების, პროფესიული განათლების, სასოფლო-სამეურნეო და სამეწარმეო საქმიანობის ხელშეწყობის პროგრამების შესახებ დეტალური ინფორმაციაც მიაწოდეს.
სააგენტოს ინფორმაციით, გორის მუნიციპალიტეტის სოფლების მსგავსად, უწყების წარმომადგენლებმა მსგავსი შეხვედრები ქარელშიც გამართეს.
კვირის ამბები