კულტურა
14.11.2019 13:52
„სოტბის“ აუქციონზე კლოდ მონეს ნახატი რეკორდულ ფასად გაიყიდა
„სოტბის“ აუქციონზე ფრანგული იმპრესიონიზმის დამფუძნებლის, კლოდ მონეს ნახატი სერიიდან „ჩარინგ-კროსის ხიდი“ 27,6 მლნ დოლარად გაიყიდა. ფერწერული ტილო ანონიმურმა მყიდველმა შეიძინა.
„ჩარინგ-კროსის ხიდს“ მონეს შემოქმედებაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ადგილი უკავია. აღნიშნულ სერიაში ფერმწერის 30-ზე მეტი ნახატია შესული, რომელიც 1899-1904 წლებშია შესრულებული. ამ სერიის ნახატებზე უმეტესად ლონდონში მდებარე ნისლიანი ჩარინგ-კროსის ხიდია გამოსახული.
კლოდ მონე ხშირად ჩადიოდა ლონდონში, რათა თავის ტილოზე აესახა ლონდონის ლანდშაფტები, რომლითაც მოხიბლული იყო.
ნახატები ამავე სერიიდან მთელ მსოფლიოშია მიმოფანტული, სხვადასხვა მუზეუმსა და კერძო კოლეექციაში.
კვირის ამბები