საზოგადოება
30.06.2021 12:04
„ფაიზერითა“ და „ასტრაზენეკათი“ აცრა მხოლოდ კლინიკებში იქნება შესაძლებელი, ჩინური ვაქცინით კი, დამატებით მოწყობილ ვაქცინაციის ცენტრებშიც - ტიკარაძე

„ფაიზერითა“ და „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაცია მხოლოდ კლინიკებში იქნება შესაძლებელი, ჩინური ვაქცინით კი, დამატებით მოწყობილ ვაქცინაციის ცენტრებშიც, - ამის სესახებ ჯანდაცვის მინისტრმა  ვაქცინაციის პროცესში ჩართული კლინიკების ხელმძღვანელებთან შეხვედრისას განაცხადა.

მინისტრის თქმით, ეს გადაწყვეტილება ვაქცინის პროტოკოლის გათვალისწინებით მიიღეს.

„მინდა მოქალაქეების საყურადღებოდ ვთქვა, რომ მათ „ფაიზერის“ ვაქცინაზე ხელმისაწვდომობა იქნებათ მხოლოდ კლინიკებში, ვინაიდან ეს გარკვეული უსაფრთხოებიდან გამომდინარე არის მნიშვნელოვანი. ასევე კლინიკების ნაწილში განხორციელდება  „ასტრაზენეკას“ ვაქცინით აცრა. რაც შეეხება ჩინური ვაქცინებით - „სინოფარმით“ და „სინოვაკით“ აცრას, მოქალაქეებს, კლინიკების პარალელურად, ვაქცინაცია შეეძლებათ დამატებით მოწყობილ ვაქცინაციის ცენტრებშიც,“ - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

შეგახსნებთ, რომ ამ წუთებში, საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე, იმ კლინიკების ხელმძღვანელებს ხვდება, რომლებიც ვაქცინაციის პროცესში არიან ჩართული. მინისტრის თქმით, ქვეყნის მასშტაბით, რამდენიმე ლოკაციაზე დაგეგმილია ვაქცინაციის ცენტრების გახსნა.

კვირის ამბები