საზოგადოება
30.06.2021 11:49
ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1 010 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა

ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარებული ტესტირების შედეგად, ინფიცირების 1 010 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 366 078-ს.

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 603 პირი და კორონავირუსით გარდაცვალების 19 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს 5 316 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 010 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 677 შემთხვევა, აჭარა - 58, იმერეთი - 83, ქვემო ქართლი - 65, შიდა ქართლი - 23, გურია - 2, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 31, კახეთი - 49, მცხეთა-მთიანეთი - 10, სამცხე-ჯავახეთი - 4, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 8.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 8 989 საიდანაც 2 669 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის მძიმე პაციენტია 586 პირი.

კვირის ამბები