კიდევ ერთხელ ვთხოვ და მოვუწოდებ ჩვენს მოქალაქეებს, რომ მასობრივი ვაქცინაციის პროცესში აქტიუტად ჩაერთონ, ჩვენ ნამდვილად გვაქვს მათი აქტიური ჩართულობის მოლოდინი, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ კლინიკის ხელმძღვანელებთან შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა.
„მნიშვნელოვანია, რომ ჩვენმა მოქალაქეებმა იცოდნენ ვაქცინაციის რამდენი პუნქტია ქვეყანაში, როგორია მათი გამტარუნარიანობა და რა არის შემდეგი გეგმა. ამ ეტაპზე პროცესში ჩართულია 200-მდე კლინიკა, სადაც მუშაობს ამცრელთა 281 ბრიგადა. თითო ბრიგადის გამტარუნარიანობაა 60 პაციენტი, 8 საათიანი გრაფიკით. თუმცა გასულ კვირას, კლინიკებმა გამოხატეს მზაობა, რომ გაზარდონ გამტარუნარიანობა ბრიგადების რაოდენობის ზრდისა და საათების დამატების შედეგად. ვინაიდან მოქალაქეების ნაწილი მუშაობს და შესაფერისი დრო სჭირდება ვაქცინის მისაღებად“, - განაცხადა ტიკარაძემ.
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე, ამ წუთებში, იმ კლინიკების ხელმძღვანელებს ხვდება, რომლებიც ვაქცინაციის პროცესში არიან ჩართული. ტიკარაძის თქმით, ქვეყანაში პანდემიასთან ბრძოლის ახალი ეტაპი იწყება, რაც მასობრივ ვაქცინაციას გულისხმობს.