შიდა ქართლის გუბერნატორის კიდევ ერთი მოადგილე ნუგზარ სამხარაძე თანამდებობას ტოვებს, ამის შესახებ სამხარაძე სოციალურ ქსელში წერს. GMnews-ი უცვლელად გთავაზობთ ამონარიდს ნუგზარ სამხარაძის განცხადებიდან.
,,2021 წლის 1 ივლისიდან ვტოვებ გუბერნატორის მოადგილის თანამდებობას. ეს გადაწყვეტილება მიმდინარე წლის დასაწყისში მაქვს მიღებული, გადაწყვეტილება განპირობებულია ერთმნიშვნელოვნად პირადი სახის საკითხებითა და გამოწვევებით, ასევე, აქვე მინდა განვმარტო, რომ ეს მიზეზები აბსოლუტურად უინტერესოა ფართო საზოგადოებისთვის. ვასრულებ ჩემს სამსახურს, ჩემს მსახურებას ჩემი სამშობლოს წინაშე შიდა ქართლის გუბერნატორის მოადგილის რანგში - მშვიდობით“, - წერს ნუგზარ სამხარაძე სოციალურ ქსელ ,,ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე.
შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ პოსტი დატოვა შიდა ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის კიდევ ერთმა მოადგილემ - ამირან ქრისტესიაშვილმა. აღნიშნულ თანამდებობაზე გუშინ დაინიშნა მე-8 და მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი, ტიტულოვანი სპორტსმენი თემურ ხუბულური.