საზოგადოება
30.06.2021 09:39
ერთიანი ეროვნული გამოცდები ხვალ, პირველ ივლისს დაიწყება

2021 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები ხვალ, პირველ ივლისს, ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყება.

GMnews გთავაზობთ 2021 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების განრიგს:

1 ივლისი, 2 ივლისი, 5 ივლისი (პირველი და მეორე სესია) - ქართული ენა და ლიტერატურა;

1 ივლისი (პირველი სესია) – ოსური ენა;

1 ივლისი (პირველი სესია) – აფხაზური ენა;

9 ივლისი (პირველი და მეორე სესია) – მათემატიკა;

12 -13 ივლისი (პირველი და მეორე სესია) – ისტორია;

14 ივლისი (მეორე სესია) – ბიოლოგია;

15 ივლისი (მეორე სესია) – სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება;

15 ივლისი (მეორე სესია) – ქიმია;

16 ივლისი (მეორე სესია) – გეოგრაფია;

19 ივლისი (პირველი და მეორე სესია) – ზოგადი უნარები;

20 ივლისი (პირველი სესია) – ფიზიკა;

20 ივლისი (პირველი სესია) – ლიტერატურა;

20 ივლისი (მეორე სესია) – ზოგადი უნარები;

უცხოური ენები:

6 ივლისი (პირველი სესია) – რუსული ენა;

6 ივლისი (პირველი და მეორე სესია) – ინგლისური ენა;

6 ივლისი (მეორე სესია) – ფრანგული ენა;

7 ივლისი (პირველი სესია) – რუსული ენა;

7 ივლისი (პირველი და მეორე სესია) – ინგლისური ენა;

8 ივლისი (პირველი სესია) – გერმანული ენა;

8 ივლისი (პირველი და მეორე სესია) – ინგლისური ენა;

2021 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის რეგისტრაცია 38 400-ზე მეტმა აბიტურიენტმა გაიარა. სტუდენტთა საგრანტო კონკურსში მონაწილეობის სურვილი 3 700-ზე მეტმა სტუდენტმა გამოთქვა. რაც შეეხება საერთო სამაგისტრო გამოცდისათვის კანდიდატების რეგისტრაციას, 12 800-ზე მეტი მაგისტრანტობის კანდიდატი დარეგისტრირდა.

ქვეყნის მასშტაბით, ხვალ 25 საგამოცდო ცენტრი გაიხსნება, მათ შორის, უცვლელია გორის საგამოცდო ცენტრის მისამართი - მე-3 საჯარო სკოლა (ქ.გორი, დ. ამილახვარის ქ. 26).

14 ივლისიდან გამოცდებში მასწავლებლები და მასწავლებლობის მსურველი პირები ჩაერთვებიან.

გამოცდები 2021 წელსაც კოვიდპანდემიასთან დაკავშირებული ყველა რეგულაციის დაცვით ჩატარდება.
კვირის ამბები