სამართალი
29.06.2021 16:37
3 ივნისს მომხდარ მკვლელობაში ჩემს შვილს ბრალი არ მიუძღვის - გორში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე დაკავებული შალვა გულიაშვილის, იგივე „სემსოტას“ მამა

ჩემს შვილს 3 ივნისს მომხდარ მკვლელობაში ბრალი არ მიუძღვის, ის შემთხვევის ადგილზეც კი არ იმყოფებოდა, - ამის შესახებ 3 ივნისს, გორში მომხდარი მკვლელობის საქმეზე დაკავებული „სემსოტას“ მეტსახელით ცნობილი, წარსულში ნასამართლევი შალვა გულიაშვილის მამამ, თემურ გულიაშვილმა განაცხადა.

„არც ნარკოტიკი ჰქონდა და არც ბრალი მიუძღის 3 ივნისს მომხდარ მკვლელობაში. თავის პირად საქმეზე იყო წასული და ფაქტს არც კი შესწრებია. დამნაშავე რომ ყოფილიყო, ქალაქში არ ივლიდა და პოლიცია ფოსტის წინ არ დააკავებდა. ზუსტად ვიცი, წამალიც არ ჰქონდა, რადგანაც ნასამართლევია, ცდილობენ, დანაშაული მას დააბრალონ“, - განაცხადა თემურ გულიაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 3 ივნისს, გორში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე ძებნილი, „სემსოტას“ მეტსახელით ცნობილი, წარსულში ნასამართლევი შალვა გულიაშვილი დღეს დააკავეს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე და სსკ-ის 260-ე მუხლებით მიმდინარეობს.

შეგახსენებთ, 3 ივნისს, გორში მომხდარი შეიარაღებული დაპირისპირების დროს „ტრუტის“ მეტსახელით ცნობილი ზურაბ რიკრიკაძე ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით დაჭრეს, რიკრიკაძე საავადმყოფოში მიყვანისას გარდაიცვალა.

კვირის ამბები