საზოგადოება
29.06.2021 14:30
გაზრდილი მობილობა ინფექციის გავრცელების ერთ-ერთი რისკ-ფაქტორია, ქვეყანაში შემოსულ 400-ზე მეტ ტურისტს კორონავირუსი დაუდასტურდა - ამირან გამყრელიძე

ბოლო ერთი თვის განმავლობაში საქართველოში ტურისტების მიერ კორონავირუსის შემოტანის 400-ზე მეტი შემთხვევაა დაფიქსირებული, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა. გამყრელიძის განცხადებით, გაზრდილი მობილობა ინფექციის გავრცელების ერთ-ერთი რისკ-ფაქტორია.

„შემთხვევების მატება უკავშირდება მეტ მობილობას, მეტი ადამიანის შემოსვლას უკავშირდება, მათ შორის, „დელტა“ შტამთან მიმართებაშიც. გუშინ კიდევ 7 შემთხვევა დადასტურდა ჩვენთან. გარდა ამისა, ერთ თვეში 400-ზე მეტი შემთხვევა გვაქვს ტურისტებში ქვეყანაში ინფექციის შემოტანის და შემდგომ მათი იზოლირების. გაზრდილი მობილობა ინფექციის გავრცელების ერთ-ერთი რისკ-ფაქტორია“, - განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა.

კვირის ამბები