21 ნოემბერს, გორში, გამოფენა, ისტორიკოსების - ირაკლი ხვადაგიანისა და დავით ლოსაბერიძის მცირე ლექციები და დოკუმენტური ფილმის „ინიციატივა არ ისჯება“ ჩვენება გაიმართება.
აღნიშნული ღონისძიებები დემოკრატიულად არჩეული ადგილობრივი თვითმმართველობების შექმნის 100 წლისთავს ეძღვნება.
გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება 1918-21 წლების თვითმმართველი ორგანოების შესახებ მასალები. დოკუმენტური ფილმი კი, XX საუკუნის დასაწყისში საქართველოში, სათემო ინიციატივებისა და თვითორგანიზებული მოძრაობების განვითარებას ეხება.
ღონისძიებები გორის კულტურის ცენტრში 14:00სთ-ზე დაიწყება.
ინფორმაცია დაუყოვნებლივ ეცნობა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებს და საერთაშორისო პარტნიორებს