საზოგადოება
29.06.2021 12:45
გუშინდელთან შედარებით, ინფიცირების ახალმა შემთხვევებმა საქართველოში სამჯერ მოიმატა, უკავშირდება თუ არა მატება ე.წ. ინდური შტამის „დელტა“ ვარიანტს

გასულ დღეებთან შედარებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში ჩატარებული ტესტირების შედეგად ვირუსით ინფიცირების მაჩვენებელი საქართველოში მკვეთრად გაიზარდა. ამის სავარაუდო მიზეზად, ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ე.წ. ინდური შტამის შესაძლო გავრცელებას ასახელებს.

„დაავადებათა კონტროლის ცენტრმა ე.წ. ინდური შტამის, „დელტა“ ვარიანტის გავრცელების შესახებ ადრეც გააკეთა განცხადება. ბოლო პერიოდში კიდევ 7 შემთხვევა დადასტურდა, რაც მიუთითებს იმას, რომ შტამი ქვეყანაში ცირკულირებს.  არ არის გამორიცხული, რომ შემთხვევების სწრაფი გავრცელება და შედარებით მძიმე მიმდინარეობა, რაც გაზრდილ სიკვდილობას უკავშირდება, კავშირში იყოს „დელტა“ შტამის გავრცელებასთან“, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ.

შეგახსენებთ, გუშინ, საქართველოში კოვიდ 19-ის 352 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, დღეს კი - 1 194. მნიშვნელოვნად განსხვავდება ვირუსით გარდაცვლილთა რაოდენობაც:  გუშინ გარდაცვალების 9 ფაქტი დაფიქსირდა, დღეს კი - 22.

კვირის ამბები