გორის მუნიციპალიტეტის მერიისა და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მხარდაჭერით, გორის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ომისა და თავდაცვის ძალების 20 შშმ. ვეტერანი ქობულეთში გაემგზავრა, სადაც ისინი 10 დღიან სარეაბილიტაციო კურსს გაივლიან.
როგორც GMnews-სთვის გახდა ცნობილი, ზემოხსენებული უწყებების ერთიანი ძალისხმევით, შშმ ბენეფიციარები, სარეაბილიტაციო კურსის გასავლელად, ზღვისპირეთში, წელს მეოთხედ გაემგზავრნენ.
„უდავოდ კარგ ღონისძიებებს ჩაეყარა საფუძველი გორის მუნიციპალიტეტში. უდიდესი თანადგომაა, როდესაც ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებში მონაწილე ჩვენ ვეტერანებისთვის გორის მუნიციპალიტეტიის მერიის მხრიდან გამოყოფილია თანხა, რომელიც ითვალისწინებს მათ რეაბილიტაციას და დასასვენებლად ზღვისპირეთში გაგზავნას. მიუხედავად ჩვენი დღევანდელი სიდუხჭირისა, ეს არის საკმაოდ კარგი წასახალისებელი ინიციატივა. მინდა, კიდევ ერთხელ გადავუხადო მადლობა გორის მუნიციპალიტეტის მერს და ადმინისტრაციას,“- განაცხადა ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის წარმომადგენელმა კობა კობალაძემ.
„ჩვენი ვეტერანები წელს მეოთხედ მიდიან ზღვაზე გორის მუნიციპალიტეტის მერიის დახმარებით. ამ ბიჭებმა თავისი ვალი მოიხადეს და ისინი უფრო მეტს იმსახურებენ. ვუსურვებ კარგად ყოფნას, ჯანმრთელობას. ჩვენ რაც შეგვეძლება, ყველანაირად მათ გვერდით ვიქნებით,“- აღნიშნა გორის მუნიციპალიტეტის მერმა.