საზოგადოება
28.06.2021 16:24
ღვთისმშობლის შობის სახელობის გორის საკათედრო ტაძარში ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის ზუსტი ასლი მიაბრძანეს

დღეს, ღვთისმშობლის შობის სახელობის გორის საკათედრო ტაძარში ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის ზუსტი ასლი მიაბრძანეს. გორისა და ატენის ეპარქიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ხატი ათონის მთაზე არსებული ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის ზუსტი ასლია.

„28 ივნისს, დღეს, 12 სთ-ზე, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის გორის საკათედრო ტაძარში მობრძანდა ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის (ათონის მთა) ზუსტი ასლი. ხატს შეეგება გორისა და ატენის მიტროპოლიტი ანდრია, სამღვდელოება, მრევლი და გადაიხადეს სავედრებელი პარაკლისი“, - ნათქვამია ეპარქიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ცნობისთვის, ხატი ერთი კვირის განმავლობაში დარჩება ეპარქიაში და ყოველდღე, 12 სთ-ზე შესრულდება სავედრებელი პარაკლისი.

კვირის ამბები