საზოგადოება
28.06.2021 13:34
ეკატერინე ტიკარაძე - ჯამში 1 მლნ დოზა „სინოფარმი“ და „სინოვაკი“ საქართველოში კვირის ბოლოს შემოვა

ჯამში 1 მლნ დოზა „სინოფარმი“ და „სინოვაკი“ საქართველოში კვირის ბოლოს შემოვა და ვაქცინაციის პროცეში მომავალი კვირიდან ჩაერთვება, - ამის შესახებს ჯანდაცვი სმინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

რაც შეეხება სხვა ვაქცინებს, მინისტრმა დაადასტურა, რომ ცნობილია როდის შემოვა ქვეყანაში „ფაიზერის“ ვაქცინა, თუმცა ზუსტ თარიღს გაუთქმელობის ხელშეკრულების გამო არ ასახელებს.

„მწარმოებელთან გარკვეული მოლაპარაკების საფუძველზე, რაც გულისხმობს გაუთქმელობის ხელშეკრულებას, ჩვენ უფლება არ გვაქვს დავასახელოთ მნიშვნელოვანი დეტალები. ხოლო იმ მწარმოებლებთან მიმართებით, სადაც კონფიდენციალურობის დაცვა სავალდებულო არაა, ჩვენ შეგვიძლია დავადასტუროთ, რომ მილიონი დოზა ვაქცინა - ნახევარი მილიონი „სინოფარმი“ და ნახევარი მილიონი დოზა „სინოვაკი“ უკვე კვირის ბოლოს საქართველოში უნდა იყოს, შესაბამისად, შემდეგი კვირის დასაწყისიდან ამ ვაქცინებით შეგვიძლია დავიწყოთ მასობრივი ვაქცინაცია“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

კვირის ამბები