საზოგადოება
28.06.2021 12:21
უახლოესი ერთი კვირის განმავლობაში გორის მუნიციპალიტეტში არამდგრადი ამინდია მოსალოდნელი - გაეცანით ამინდის დეტალურ პროგნოზს

სინოპტიკოსების ინფორმაციით, უახლოესი ერთი კვირის განმავლობაში გორის მუნიციპალიტეტის მთელს ტერიტორიაზე არამდგრადი ამინდია მოსალოდნელი. დღეს, 28 ივნისს, გორში, მთელი დღის განმავლობაში შენარჩუნდება უნალექო ამინდი და მცირე ღრუბლიანობა. ჰაერის ტემპერატურა + 33 გრადუსს მიაღწევს.

მზიანი ამინდი და +31 გრადუსია მოსალოდნელი გორში 29 ივნისს დღის პირველ ნახევარში, 14 საათიდან კი ნავარაუდევია ნაწილობრივ ღრუბლიანობა. ღამის საათებში მოსალოდნელია წვიმა. მცირე ნალექი შენარჩუნდება 30 ივნისსაც.

მეტეოროლოგების ცნობით, პერიოდულად წვიმაა მოსალოდნელი 1-ლი ივლისიდან 6 ივლისამდეც. ჰაერის ტემპერატურა კი +26-დან +32 გრადუსამდეა ნავარაუდევი.

კვირის ამბები