საზოგადოება
28.06.2021 11:36
ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში საქართველოში ვირუსით ინფიცირების 352 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარებული ტესტირების შედეგად, ვირუსით ინფიცირების 352 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა. ქვეყანაში კოვიდ 19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 363 874-ს.

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 9 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს 5 275 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 352 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 225 შემთხვევა, აჭარა - 21, იმერეთი - 23, ქვემო ქართლი - 20, შიდა ქართლი - 13, გურია - 2, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 23, კახეთი - 11, მცხეთა-მთიანეთი - 3, სამცხე-ჯავახეთი - 11, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 0.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 8 107 საიდანაც 2 602 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, მძიმე პაციენტია 600 პირი, მართვით სუნთქვაზე იმყოფება 164 პაციენტი.

კვირის ამბები