საზოგადოება
25.06.2021 17:14
„ფაიზერის“ ასაკობრივი ჯგუფი შესაძლოა გაფართოვდეს - ჩაერთვებიან თუ არა ვაქცინაციაში 16-17 წლის მოზარდები

ვაპირებთ, სამეცნიერო საბჭოზე წარვსდგეთ რეკომენდაციით, რომ „ფაიზერით“ აცრაში 16-17 წლის მოზარდები ჩავრთოთ, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

ამირან გამყრელიძის თქმით, „ფაიზერის“ ასაკობრივი ჯგუფი შესაძლოა, სექტემბრიდან გაფართოვდეს.

„ვაპირებთ, სამეცნიერო საბჭოზე წარვსდგეთ რეკომენდაციით, რომ „ფაიზერით“ აცრაში 16-17 წლის მოზარდები ჩავრთოთ. იცით, რომ რამდენიმე ქვეყანამ „ფაიზერით“ აცრები დაიწყო 12-15 წლის ასაკშიც. შტატებმა, კანადამ, ისრაელმა, ბრიტანეთმა, იტალიამ და რამდენიმე ქვეყანამ. იმედი მაქვს, რომ „ფაიზერის“ საკმარისი დოზები გვექნება“, - აღნიშნავს გამყრელიძე.

კვირის ამბები