ეტაპობრივად გაიზრდება მასწავლებლების ანაზღაურება და 2030 წლისთვის, საშუალო დატვირთვის პირობებში, 2200 ლარს გადააჭარბებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, პარლამენტში, ანგარიშისა და ქვეყნის განვითარების ათწლიანი გეგმის წარდგენისას განაცხადა.
ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, კვლავ დიდი ყურადღება დაეთმობა განათლების ხარისხსა და ხელმისაწვდომობას.
„მომდევნო 10 წლის განმავლობაში, უმაღლესი განათლება 2 მილიარდ 830 მილიონი ლარით, ხოლო მეცნიერება 2 მილიარდ 104 მილიონი ლარით დაფინანსდება.
ეტაპობრივად გაიზრდება მასწავლებლების ანაზღაურება და 2030 წლისთვის, საშუალო დატვირთვის პირობებში, 2200 ლარს გადააჭარბებს.
მომდევნო წლების განმავლობაში, ზოგადი განათლების ბიუჯეტი 2 მილიარდ 230 მილიონს გადააჭარბებს. უმაღლესი განათლების ბიუჯეტი - 270 მლნ. ლარი, ხოლო მეცნიერების ბიუჯეტი - 243 მლნ. ლარი გახდება. პროფესიული განათლების ბიუჯეტი 554 მლნ. ლარს მიაღწევს“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.