15 ნოემბერს, 18:00 საათზე, გორის კულტურის ცენტრში, მსმენელის წინაშე ანსამბლი „შილდა“ წარდგება. კულტურულ ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია და დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ, ფოლკლორული შესრულებით ისიამოვნონ.
ანსამბლი „შილდა“ ღვინის კომპანია „შილდა“-სა და ფონდ „ქართული გალობის“ ინიციატივით, 2017 წელს შეიქნმა. ანსამბლი კახელი ახალგაზრდებითაა დაკომპლექტებული და მისი ძირითადი მიმართულება კახური სიმღერის უცნობი ვარიანტების გაცოცხლება და მომავალი თაობისთვის გადაცემაა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი „შემოქმედებითი საქართველო“-ს მხარდაჭერით, 10 ოქტომბრიდან 30 ნოემბრის ჩათვლით, თბილისსა და საქართველოს რვა მუნიციპალიტეტში ხალხურ საღამოებს გამართავს და საზოგადოებას ფოლკლორული ნომრებით ანებივრებს.
ინფორმაცია დაუყოვნებლივ ეცნობა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებს და საერთაშორისო პარტნიორებს