გორის მერია იაპონიის საელჩოს მიერ გამოცხადებულ „ადამიანის უსაფრთხოების საგრანტო პროგრამაში“ კიდევ ერთხელ მიიღებს მონაწილეობას
გორის მუნიციპალიტეტის მერია იაპონიის საელჩოს მიერ გამოცხადებულ „ადამიანის უსაფრთხოების საგრანტო პროგრამაში“ კიდევ ერთხელ მიიღებს მონაწილეობას, - აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი თვითმმართველობა ავრცელებს.
გორის მუნიციპალიტეტის მერი კონსტანტინე თავზარაშვილი იაპონიის საელჩოსა და საქართველოს მთავრობის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის მიერ ორგანიზებულ ონლაინ ღონისძიებას დაესწრო. შეხვედრაზე განიხილეს საქართველოში იაპონიის საელჩოს მიერ გამოცხადებული „ადამიანის უსაფრთხოების საგრანტო პროგრამა“, რომელიც მიმდინარე წელს სხვადასხვა სახის მძიმე ტექნიკის შესაძენასა და რეგიონებში ჯანდაცვის და განათლების სფეროებში არსებული საჭიროებების მოგვარებაზე იქნება ორიენტირებული.
შეხვედრას საქართველოს მთავრობის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ლერი ბარნაბიშვილი, იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში იმამურა აკირა, რეგიონების სახელმწიფო რწმუნებულები, ადგილობრივი თვითმმართველობის და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები დაესწრნენ.
ინფორმაციისთვის, GGP - ადამიანის უსაფრთხოების პროგრამა ყოველ წელს ხორციელდება. ბოლო 20 წლის განმავლობაში, იაპონიის საელჩომ აღნიშნული პროგრამით თითქმის 200 პროექტი დააფინანსა.
2020-2021 წლებში, იაპონიის საელჩოს დაფინანსებით, GGP გრასრუტების მცირე გრანტის პროგრამის ფარგლებში 1 მილიონ აშშ. დოლარზე მეტი ღირებულების 12 პროექტი დაფინანსდა საქართველოს თითქმის ყველა რეგიონში. აღნიშნული პროექტები მოიცავდა კრიტიკული სამედიცინო ინფრასტრუქტურის მხარდაჭერას, საგანგებო სიტუაციების მართვისთვის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას, საბავშვო ზრუნვის სისტემის განვითარებას და საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან სხვა მიმართულებებს.