სამართალი
14.11.2019 12:09
ცოტნე დადიანის ქუჩაზე გუშინ მომხდარი ავარიის დროს გარდაცვლილი ქალი გორელია

თბილისში, ცოტნე დადიანის ქუჩაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის დროს გარდაცვლილი ქალი გორელია. ავარიის დროს, 45 წლის შორენა ყასუმაშვილი და მისი მეუღლე დაიღუპნენ. შორენა ყასუმაშვილი გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარიანიდანაა. გარდაცვალებამდე იგი ახალი ამბების სააგენტო „ინტერპრესნიუსში“ მუშაობდა კორექტორის პოზიციაზე.
ცოტნე დადიანის ქუჩაზე გუშინ საღამოს ერთმანეთს სამი მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა, რა დროსაც ორი ადამიანი  ადგილზე დაიღუპა, სამი კი - დაშავდა. დაშავებულები საავადმყოფოებში არიან გადაყვანილები და მკურნალობის კურსს გადიან. მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით მიმდინარეობს.

კვირის ამბები