სამართალი
24.06.2021 21:51
გორში, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას პოლიციის თანამშრომელს მოქალაქემ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა

შემთხვევა გორის ცენტრში, სტალინის მუზეუმის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა. საპატრულო პოლიციის თანამშრომელს, რომელიც სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა, მოქალაქემ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

პოლიციელს სამედიცინო დახმარება დასჭირდა და იგი კლინიკა „გორმედში“ გადაიყვანეს.

შსს-ს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს, რაც სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას პოლიციის თანამშრომელზე თავდასხმას გულისხმობს.

GMnews-ის ინფორმაციით, პირი რომელიც პოლიციელს თავს დაესხა, ამ წუთებში, შსს-ს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გორის სამართველოში იმყოფება.

კვირის ამბები