საზოგადოება
24.06.2021 12:47
22 520 კოვიდინფიცირებული პაციენტი, გარდაცვალების 176 ფაქტი, 30 000 ტესტი და 2 518 აცრა - „გორმედი“ 7 თვის კოვიდსტატისტიკას აქვეყნებს

სამედიცინო ქსელი ,,გორმედი“  ბოლო 7 თვის კოვიდსტატისტიკას აქვეყნებს. სტატისტიკის თანახმად, აღნიშნულ პერიოდში ქსელმა სტაციონარსა და ონლაინკლინიკის საშუალებით 22 520 კოვიდინფიცირებული პაციენტის მართვა შეძლო.  

,,არასრული 7 თვის განმავლობაში, ,,გორმედის“ ქსელში (სტაციონარსა და ონლაინ კლინიკაში) იმართა 22 520 კოვიდინფიცირებული პაციენტი, მათგან 2 287 მძიმე სტაციონარული შემთხვევა.

2 287 სტაციონარული პაციენტიდან 2 051 პირი გამოჯანმრთელებული დაუბრუნდა საკუთარ ოჯახს, 60 ინფიცირებული ამჟამადაც აგრძელებს ,,გორმედის“ ქსელის კოვიდკლინიკებში მკურნალობას.

დეკემბერ-ივნისში ნამართი 22 520 კოვიდშემთხვევიდან დაფიქსირდა გარდაცვალების 176 ფაქტი, მათგან უმრავლესობა დაგვიანებული და ქრონიკული თანმხლები დაავადებების მქონე პაციენტია. გარდაცვალების საშუალო ასაკია 71 წელი“, - აღნიშნულია სამედიცინო დაწესებულების მიერ ფეისბუქგვერდზე განთავსებულ ინფორმაციაში.

ამავე ინფორმაციის თანახმად, კოვიდინფიცირებული პაციენტების მკურნალობის პარალელურად, 7 თვის განმავლობაში ,,გორმედის“ ცხელების ცენტრში ტესტირება (ანტიგენის ტესტით და PCR ტესტით) ჩაუტარდა 30 000 მოქალაქეს.  ქსელის გორის და ქარელის კლინიკებში კი ვაქცინაცია ჩაუტარდა 2 518 პირს.

კვირის ამბები