ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარებული ტესტირების შედეგად, ვირუსით ინფიცირების 656 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა.
კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა საქართველოში შეადგენს 361 484-ს.
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 861 პირი და ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 17 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს 5 228 პირი ემსხვერპლა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 656 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 368 შემთხვევა, აჭარა - 48, იმერეთი - 55, ქვემო ქართლი - 52, შიდა ქართლი - 22, გურია - 8, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 37, კახეთი - 49, მცხეთა-მთიანეთი - 7, სამცხე-ჯავახეთი - 9, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 1.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 8 577 საიდანაც მძიმე პაციენტია 674 პირი, მათ შორის, მართვით სუნთქვაზე იმყოფება 166 პაციენტი.