გორის მუნიციპალიტეტის მერია ვაკანტური სამუშაო ადგილების დასაკავებლად ღია კონკურსს აცხადებს. ადგილობრივმა თვითმმართველობამ ვაკანსია ეკონომიკის სამსახურის მეორადი სტრუქტურული ერთეულის ქონების განყოფილების ხელმძღვანელისა და სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის მეორადი სტრუქტურული ერთეულის სივრცითი მოწყობისა და არქიტექტურის განყოფილების III რანგის I კატეგორიის უფროსი სპეციალისტის პოზიციაზე გამოაცხადა.
განაცხადების წარდგენის ბოლო ვადა 26 ივნისია.
დაინტერესებულმა პირებმა კონკურსში მონაწილეობისთვის რეგისტრაცია საჯარო სამსახურის ბიუროს ოფიციალურ ვებ-გვერდზე: www.HR.gov.ge -ზე უნდა გაიარონ და კონკურსში მონაწილეობისთვის განაცხადი უნდა წარადგინონ მხოლოდ ელექტრონული ფორმით, საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ადმინისტრირებული ვებგვერდის მეშვეობით.
3 031 საარჩევნო უბნიდან 483 საარჩევნო უბანი განთავსებულია საბავშვო ბაღების შენობებში, 1675 საარჩევნო უბანი - სკოლების შენობებში
2025 წლიდან, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში მონაწილეობის მიღებას მხოლოდ საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე სამედიცინო დაწესებულებები შეძლებენ