საზოგადოება
14.11.2019 11:36
ტიხროვანი მინანქრის სკოლაში შეგირდების მიღება იწყება
ერმილე მაღრაძის ტიხროვანი მინანქრისა და ჭედური ხელოვნების სკოლა-სახელოსნოში სწავლის მსურველების რეგისტრაცია დაიწყო.
პროექტში ჩართვა 16-დან 35 წლამდე ასაკის ახალგაზრდებს შეუძლიათ. დაინტერესებულმა პირებმა ანა ფერაძის სახელობის გორის სამხატვრო სკოლაში CV, 2 ფოტო (3X4) და პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი უნდა წარადგინონ. ერმილე მაღრაძის შეგირდის სტატუსის მაღების მსურველებს კონკურსის გავლა მოუწევთ. ცნობილია ისიც, რომ კონკურსი ორ ეტაპად გაიმართება. პირველი საფეხური წარმოდგენილი დოკუმენტაციის გადარჩევას, ხოლო მეორე ეტაპი კონკურსანტებთან გასაუბრებასა და მათი ხატვის უნარების შემოწმებას გულისხმობს.
შერჩეული კონკურსანტები ორწლიან სასწავლო კურსს გაივლიან და შესაბამის სერტიფიკატსაც მიიღებენ. (დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ: 555647214; 577567727).
შეგახსენებთ, რომ ერმილე მაღრაძის ტიხროვანი მინანქრისა და ჭედური ხელოვნების სკოლა/სახელოსნო 2015 წელს გაიხსნა და ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ფინანსდება.
კვირის ამბები