ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 37 923 კვლევა ტესტით, ტესტირების შედეგად გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 773 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 360 828-ს.
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 575 პირი და გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 346 792-მდე.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 12 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს 5 211 პირი ემსხვერპლა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 773 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 469 შემთხვევა, აჭარა - 24, იმერეთი - 69, ქვემო ქართლი - 50, შიდა ქართლი - 29, გურია - 3, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 50, კახეთი - 59, მცხეთა-მთიანეთი - 5, სამცხე-ჯავახეთი - 11, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 4.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 8 799 საიდანაც მძიმე პაციენტია 674 პირი. 174 პირი მართვით სუნთქვაზეა.