საზოგადოება
22.06.2021 12:32
კოვიდინფექციის დადასტურების გამო, გორის მე-13 საბავშვო ბაღის ერთი ჯგუფი თვითიზოლაციაშია, დროებით არ ფუნქციონირებს მე-9, ზეღდულეთის და ახალუბნის ბაღები
კოვიდინფექციის დადასტურების გამო, გორის მე-13 საბავშვო ბაღის ერთი ჯგუფი თვითიზოლაციაშია, დროებით არ ფუნქციონირებს მე-9, ზეღდულეთის და ახალუბნის ბაღებიც,- აღნიშნულის შესახებ GMnews-ს გორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის სააგენტოს ხელმძღვანელმა განუცხადა.
ლია კოვზიაშვილის თქმით, გარკვეული სიმპტომების ფონზე ჩატარებული ტესტირებისას, გორის მე-13 საბავშვო ბაღის აღსაზრდელის მშობელს კოვიდინფექცია დაუდასტურდა, რის შემდეგაც შესაბამისი რეკომენდაციის საფუძველზე, საბავშვო ბაღის აღნიშნული ჯგუფი და აღმზრდელები თვითიზოლაციაში გადავიდნენ. რაც შეეხება მე-9, ზეღდულეთისა და ახალუბნის ბაღებს, ინფიცირებულიები არიან მე-9 ბაღის დირექტორი და აღმზრდელები, კოვიდ19 დაუდასტურდა ასევე, ზეღდულეთის ბაღის ხელმძღვანელსაც. ახალუბნის შემთხვევაში კი, ბაღის აღსაზრდელების სამარშრუტო ტაქსით გადაადგილებისას, ერთ-ერთი გამყოლი პირი აღმოჩნდა ვირუსის მატარებელი.
,,მოგეხსენებთ, უსაფრთხოების მიზნით, ინტენსიურად მიმდინარეობს სკოლამდელი აღზრდის ყველა დაწესებულების პერსონალის ტესტირება კორონავირუსზე. სწორედ ინტენსიური ტესტირების ფარგლებში გამოვლინდა ზემოაღნიშნული შემთხვევების ნაწილი, რის გამოც, ამ დროისთვის, შეჩერებულია სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების ფუნქციონირება. რაც შეეხება სწავლის განახლებას, გადაწყვეტილებას ეპიდემიოლოგების რეკომენდაციის საფუძველზე მივიღებთ“, - განაცხადა ლია კოვზიაშვილმა.
კვირის ამბები