საზოგადოება
22.06.2021 11:03
ბოლო 24 საათში, საქართველოში კოვიდ 19-ის 914 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 24 ადამიანი გარდაიცვალა

ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარებული ტესტირების შედეგად, გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 914 ახალი დადასტურებული შემთხვევა. კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა საქართველოში შეადგენს 360 055-ს.

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 635 პირი და ჯამში, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 346 217-მდე.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 24 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 5 199 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 914 ახალი შემთხვევიდან:

თბილისში გამოვლენილია 524 შემთხვევა, აჭარა - 47, იმერეთი - 87, ქვემო ქართლი - 63, შიდა ქართლი - 57, გურია - 4, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 42, კახეთი - 64, მცხეთა-მთიანეთი - 9, სამცხე-ჯავახეთი - 11, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 6.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 8 613 საიდანაც მძიმე პაციენტია 678.

კვირის ამბები