საზოგადოება
22.06.2021 10:15
ფილიპინების რესპუბლიკის ის მოქალაქეები, რომლებიც ვაქცინაციაზე უარს იტყვიან, შესაძლოა დააპატიმრონ

ფილიპინების რესპუბლიკაში მცხოვრები ის პირები, რომლებიც ვაქცინაციაზე უარს განაცხადებენ, შესაძლოა დააპატიმრონ, - ამის შესახებ ფილიპინების პრეზიდენტმა განაცხადა. როდრიგო დუტერტემ ქვეყნის მოსახლეობას ტელეეთერით მიმართა - ,, თქვენ ირჩევთ ვაქცინაციას, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი დაპატიმრება მომიწევს“.

კორონავირუსის პანდემიის პერიოდში, ფილიპინებში ვირუსს 23 000 ადამიანი ემსხვერპლა.

სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში მდებარე კუნძულოვანი სახელმწიფო, რომლის მოსახლეობის რაოდენობა 100 მილიონს აჭარბებს, წლის ბოლომდე 70 მლნ. მოქალაქის აცრას გეგმავს, თუმცა, ამ დროისთვის, ჯერ მხოლოდ 2 მილიონი ადამიანია ვაქცინირებული.

კვირის ამბები