საზოგადოება
21.06.2021 14:23
კორონავირუსის გამო დაწესებულ შეზღუდვებზე, მათ შორის გადაადგილების შეზღუდვაზე, საკოორდინაციო საბჭო ხვალ იმსჯელებს

ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ჯერჯერობით არ მიიჩნევს მიზანშეწონილად პირბადის ხმარების მოხსნას, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა. გამყრელიძის ინფორმაციით, კორონავირუსის გამო დაწესებულ შეზღუდვებზე, მათ შორის გადაადგილების შეზღუდვაზე, საკოორდინაციო საბჭო ხვალ იმსჯელებს.

„არამდგრადი სტაბილიზაცია გვაქვს, რომელიც შეიძლება ყოველ წუთს წავიდეს გაუარესებისკენ. ბოლო პერიოდში ეპიდვითარება უმჯობესდება ძალიან ნელი ტემპით,  ბოლო კვირაში დადებითობის მაჩვენებელი ქვემოთ აღარ მოდის, სტაბილურია. აქედან გამომდინარე, ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ჯერჯერობით არ მიიჩნევს მიზანშეწონილად პირბადის ხმარების მოხსნას. მესმის, რთულია ზაფხულია, მაგრამ საქართველოსთვის დღეში 300-700 შემთხვევა საკმაოდ დიდი რაოდენობაა. ჯერ უნდა გავიჭირვოთ და პირბადე უნდა ვატაროთ. რაც შეეხება გადაადგილებაზე დაწესებულ შეზღუდვას, საკოორდინაცო საბჭო ყოველ კვირაში ერთხელ მსჯელობს ყველა აქტუალურ საკითხზე, დიდი ალბათობით, ამ საკითხზეც ხვალ იქნება მსჯელობა", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

კვირის ამბები