პირბადის გამოყენება დღეს კვლავ ძალიან მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია, ვიდრე მოსახლეობის სულ მცირე 30%-ის ვაქცინაციის მოცვა არ მოხდება, მანამდე ნაადრევია პირბადეების შემსუბუქებაზე საუბარი, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ თამარ გაბუნიამ განაცხადა.
გაბუნიას ინფორმაციით, გარე სივრცეებში პირბადის ტარების მოხსნაზე მსჯელობა არ ყოფილა.
„ის ღონისძიებები, მათ შორის ვაქცინაცია მოგვცემს შესაძლებლობას, რომ აღარ დავუბრუნდეთ მკაცრი შეზღუდვების რეჟიმს და პანდემიის კონტროლი მოხდეს ალტერნატიული ღონისძიებებით.
როგორც მოგეხსენებათ, საკოორდინაციო საბჭო მიმდინარე რეჟიმში ეპიდვითარებიდან გამომდინარე განიხილავს შეზღუდვების შემსუბუქების შესაძლებლობას. ყველაზე ქმედით შეზღუდვად რჩება ღამით გადაადგილების შეზღუდვა, ასევე პირბადის გამოყენება. პირბადის გამოყენება დღეს კვლავ ძალიან მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია, ვიდრე მოსახლეობის სულ მცირე 30%-ის ვაქცინაციის მოცვა არ მოხდება, მანამდე ნაადრევია პირბადეების ტარების შემსუბუქებაზე საუბარი", - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ.