საზოგადოება
21.06.2021 12:34
გორში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული 44 წლის მამაკაცის მდგომარეობა კვლავ უკიდურესად მძიმეა

გუშინ, გვიან საღამოს, გორში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დრომდე უკიდურესად მძიმეა.

,,გორმედის“ ქსელის ანესთეზიოლოგიისა და რეანიმატოლოგიის სამსახურის უფროსის განცხადებით, პაციენტი კლინიკაში პოლიტრავმული დაზიანებებით შეიყვანეს.

,,მამაკაცი შემოყვანილია ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მიღებული პოლიტრავმული დაზიანებით. არის ქალა-ტვინის ტრავმა სუბარაკნოიდური სისხლჩაქცევით, დაზიანებულია მარჯვენა ფილტვი, მოტეხილია მარჯვენა ბარძაყის შუა მესამედი, მდგომარეობა არასტაბილურია, ჯერჯერობით სტაბილიზაცია მიღწეული არ არის, ამ ეტაპისთვის, პაციენტის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა“, - განაცხადა ,,გორმედის“ ქსელის ანესთეზიოლოგიისა და რეანიმატოლოგიის სამსახურის უფროსმა ტატო ქაჯაიამ.  

შეგახსენებთ, 20 ივნისს, საღამოს, გორში, წმინდა წყლის დასახლების ტერიტორიაზე, ველოსიპედით მოძრავ მამაკაცს ავტომანქანა დაეჯახა.

კვირის ამბები