საზოგადოება
21.06.2021 11:38
გორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში აღსაზრდელთა რეგისტრაცია 20 ივლისს 12:00 საათზე დაიწყება
ახალი სასწავლო წლისთვის, გორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში აღსაზრდელთა რეგისტრაცია 20 ივლისს 12:00 საათზე დაიწყება. რეგისტრაციას 2-დან 6 წლამდე ასაკის ბავშვები (მინიმალური ზღვარი 2019 წლის 15 სექტემბრის ჩათვლით დაბადებული ბავშვები) გაივლიან,- ინფორმაციას აღნიშნულის შესახებ სკოლამდელი აღზრდის სააგენტო ავრცელებს.
GMnwes-ის ინფორმაციით, ქალაქში მდებარე ბაგა-ბაღებში რეგისტრაცია ელექტრონულად გახორციელდება, რისთვისაც მშობლები შემდეგ ელ.მისამართს- www.gorikids. ge - უნდა ეწვივნონ. რაიონის ბაღებში ჩასარიცხად კი, განცხადების დაწერა ადგილობრივი ბაღის დირექტორთანა იქნება შესაძლებელი.
„რეგისტრაციის წარმატებით გავლა არ ნიშნავს ავტომატურად ჩარიცხვას. რეგისტრაციის ვადების დასრულების შემდეგ, თითოეული აპლიკაცია განიხილება და მოხდება მშობლებთან დაკავშირება, რის შემდეგაც მშობლები სააგენტოში წარადგენენ ჩასარიცხი ბავშვების საბუთებს - ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი; ბავშვის ჯანმრთელობის ცნობა; ორი ფოტოსურათი (¾); მშობლის (კანონიერი წარმომადგენლის) პირადობის მოწმობის ასლი; შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვის შემთხვევაში ფორმა 100 და სამედიცინო დაწესებულებიდან გაცემული შეფასების რეკომენდაცია; არსებობის შემთხვევაში ამონაწერი სოციალურად დაუცველ ოჯახთა ერთიანი ბაზიდან; არსებობის შემთხვევაში დევნილობის დამადასტურებელი დოკუმენტი“, - ნათქვამია სკოლამდელი აღზრდის სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ასევე, 20 ივლისიდან დაიწყება სასკოლო მზაობის ცენტრებში აღსაზრდელთა რეგისტრაციაც. ჩარიცხვის მსურველმა მშობლებმა შესაბამისი განცხადება სკოლამდელი აღზრდის სააგენტოში (სტალინის გამზ.16) უნდა დაწერონ და წარადგინონ შემდეგი საბუთები: ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი; ბავშვის ჯანმრთელობის ცნობა; ორი ფოტოსურათი (¾); მშობლის (კანონიერი წარმომადგენლის) პირადობის მოწმობის ასლი; შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვის შემთხვევაში ფორმა 100 და სამედიცინო დაწესებულებიდან გაცემული შეფასების რეკომენდაცია; არსებობის შემთხვევაში ამონაწერი სოციალურად დაუცველ ოჯახთა ერთიანი ბაზიდან; არსებობის შემთხვევაში დევნილობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
კვირის ამბები