საზოგადოება
21.06.2021 11:27
სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი ატესტატების გაცემა დღეიდან დაიწყო

სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი ატესტატების გაცემა დღეიდან დაიწყო. დოკუმენტს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო გასცემს.

საჯარო სკოლების კურსდამთავრებულებს ატესტატის მისაღებად განაცხადის გაკეთება იუსტიციის სახლებში, საზოგადოებრივ ცენტრებსა და სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ფილიალებში ვიზიტის წინასწარი დაჯავშნის გარეშე შეუძლიათ. ამასთან, დოკუმენტის მიღება შესაძლებეია როგორც მატერიალური, ისე ელექტრონული სახით.

როგორც სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში განმარტავენ, სკოლადამთავრებულები სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელ მზა დოკუმენტებს - ატესტატებს, განაცხადის წარდგენიდან მე-10 სამუშაო დღეს, უფასოდ მიიღებენ. დოკუმენტის დაჩქარებული წესით აღების სურვილის შემთხვევაში კი, დაწესებულია შესაბამისი საფასური. საფასურის გადახდის გარეშე ატესტატის მისაღებად განაცხადის გაკეთება შესაძლებელია მიმდინარე წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.

ცნობისთვის, მზა ატესტატის მატერიალური ფორმით მიღება შესაძლებელი იქნება იუსტიციის სახლის ფილიალებში, საზოგადოებრივ ცენტრებსა და სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურებში, ასევე, ფოსტის მეშვეობით, განმცხადებლის მიერ მითითებულ მისამართზე.

კვირის ამბები