საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 260 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, - ამის შესახებ ინფორმაცია სპეციალურად შექმნილ ვებ.გვერდ Stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.
ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 11 059 კვლევა ტესტით, მათ შორის 5 205 კვლევა ანტიგენის ტესტით და 5 854 PCR ტესტით.
„ბოლო 24 საათში ვირუსით ინფიცირების 260 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა. ქვეყანაში კოვიდ 19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 359 141-ს.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 834 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 345 582-მდე.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 15 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 5 175 პირი ემსხვერპლა“, - მითითებულია Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 260 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 166 შემთხვევა, აჭარა - 18, იმერეთი - 17, ქვემო ქართლი - 14, შიდა ქართლი - 9, გურია - 0, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 7, კახეთი - 16, მცხეთა-მთიანეთი - 5, სამცხე-ჯავახეთი - 7, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 1.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 8 358 საიდანაც 2 819 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, მძიმე პაციენტია 683 პირი.