ზაფხული დასვენებასთან, ზღვასთან და პლაჟთან ასოცირდება. იმის მიუხედავად, რომ კორონავირუსის პანდემიის გამო, უკვე მეორე წელია შეზღუდულია თავისუფლად გადაადგილება და დასვენება, ბევრი მაინც ახერხებს საქართველოს ზღვისპირეთში დასვენებას ან ქვეყნის ფარგლებს გარეთ გამგზავრებას. არაერთი ზღვისპირა ქვეყანაა ცნობილი კომფორტითა თუ მდიდრული პლაჟებით, მაგრამ რამდენიმე აბსოლუტურად გამორჩეულია ბუნებრივად ყველაზე ლამაზი და იშვიათი პლაჟებით.
წარმოგიდგენთ ყველაზე ლამაზ პლაჟებს.
ჰიამის პლაჟი (Hyams Beach) - თეთრი ქვიშა
ჰიამის პლაჟი ავსტრალიის სანაპირო ზოლში მდებარეობს და გინესის რეკორდების წიგნშია შეტანილი, როგორც მსოფლიოში ყველაზე თეთრქვიშიანი პლაჟი.
ჰიამის პლაჟზე ისეთი შეგრძნება გეუფლება, თითქოს თოვლში წევხარ, მაგრამ არ გცივა.
ეს ქვიშა მსოფლიოში ყველაზე წმინდა ქვიშადაც მიიჩნევა და უფრო ფქვილს მოგაგონებთ.
პლაჟი გამოქვაბულებით
პორტუგალიაში უჩვეულო სილამაზის პლაჟია. მას სასიამოვნო ყვითელი ფერის მღვიმეების ულამაზესი ლაბირინთი ამშვენებს და ამ ადგილს გამოქვაბულებიან სანაპიროს უწოდებენ.
„წითელი პლაჟი“ კაიჰალულუზე, მაუის კუნძულზე
ჰავაის კუნძულებზე მდებარეობს კაიჰალულუს ყურე, რაც თარგმანში „ზღვის მღვიმეს“ ნიშნავს.
მიუხედავად რიფებისა, რომლებიც კუნძულს იცავს, სანაპირო ტალღები აქ საკმაოდ მაღალია და თან ძალიან ხმაურიანი.
მუქი წითელი ქვიშა, ადგილ-ადგილ წითურში გადასული, უხსოვარ დროში ვულკან კაუკის ამოფრქვევის შედეგად გაჩნდა.
და მიუხედავად იმისა, რომ ამ ადგილას მოხვედრა მხოლოდ ვიწრო ბილიკითაა შესაძლებელი, აქ ყოველთვის ხალხმრავლობაა.
ნიჟარების პლაჟი შელ-ბიჩზე, ავსტრალია
შელ-ბიჩი წმინდა ბართლომეს კუნძულზე მდებარეობს. თუ ბავშვებს ამ პლაჟზე წაიყვანთ, მათ მთელი დღე გართობა გარანტირებული აქვთ.
სწრაფი მოქცევა და ქარიშხლები საუკუნეების მანძილზე ტონობით ამარაგებდა კარიბის პლაჟებს ზღვის სუვენირებით და შესაბამისად, აქ უამრავი სახის ულამაზესი ნიჟარაა თავმყრილი.
მინის პლაჟი, ფორტ ბრეგი, კალიფორნია, აშშ
ჩვეულებრივ, როცა ადამიანი ზღვაში ნაგავს ყრის, ეს ნეგატიურად აისახება ბუნებაზე, მაგრამ მაინც არსებობს გამონაკლისები, ასეთი გახლავთ ადგილი - Glass Beach, Fort Bragg, California, USA (მინის პლაჟი, ფორტ ბეგი, კალიფორნია აშშ).
მე-20 საუკუნის პირველ ნახევარში ამ პლაჟის ადგილას ნაგავსაყრელი იყო.
60-იან წლებში ნაგავსაყრელი დახურეს და მას შემდეგ ნაგავმა ტრანსფორმაცია განიცადა. დამსხვრეული შუშის მთები, პლასტმასები და კიდევ უამრავი სხვა ნაგავი კალიფორნიული მზის სხივებითა და ზღვის შხეფებით წლობით ირეცხებოდა და დროთა განმავლობაში ნაგავსაყრელი ულამაზეს პლაჟად გადაიქცა, ანუ ის ულამაზესი მინის ფერადი სანაპირო, რომელსაც ალბათ ინტერნეტში შეხვედრიხართ, სწორედ ნაგვისგან წარმოიქმნა.
ვარდისფერი პლაჟი
ჰარბორის (ბაჰამის) კუნძულებს ყოველწლიურად ათასობით ტურისტი სტუმრობს მთელი მსოფლიოდან, რომ ვარდისფერი სანაფირო იხილონ.
წარმოიდგინეთ 5-კილომეტრიანი ვარდისფერი პლაჟი და ლაგუნა - მართლაც მომაჯადოებელი სანახაობა ნამდვილი რომანტიკოსებისთვის.
საკმაოდ ცნობილი კიდევ ერთი ვარდისფერი პლაჟი პატარა ბერძნულ კუნძულზე ელაფონისზეც (ზეთისხილის კუნძული) მდებარეობს.
მწვანე პლაჟი, პაპაკოელა
პაპაკოელას პლაჟი ჰავაის კუნძულებზე მდებარეობს და მას მწვანე პლაჟსაც ეძახიან. ქრიზოლიტის კრისტალებისგან შემდგარი ფერფლი სანაპიროს მწვანე ელფერს აძლევს.
პლაჟს შორიდან თუ შეხედავთ, ის სრულიად მწვანეა, ხოლო თუ ცოტაოდენ ქვიშას ხელში აიღებთ და უფრო ღრმად დააკვირდებით, ოქროსფერ კრისტალებსაც დაინახავთ.
ადგილობრივები ამ მინერალს „ჰავაის ბრილიანტს“ ეძახიან.
ოქროს პლაჟი, მალტა
ნარინჯისფერი ქვიშაა პლაჟ Ramla-ზე. სწორედ ეს პლაჟია ნახსენები ჰომეროსის „ოდისეაში“, აქ იყო დატყვევებული ნიმფების გამოქვაბულში ოდისევსი.