გიორგი ერისთავის სახელობის გორის სახელმწიფო დრამატული თეატრის მიმდებარედ არსებულ სკვერს რეაბილიტაცია უტარდება. ინფრასტრუქტურულ პროექტს ა(ა)იპ გორის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სააგენტო ახორციელებს და ამ ეტაპზე სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.
როგორც ა(ა)იპ გორის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სააგენტოში განმარტავენ, დასასვენებელი სივრცის განახლებისთვის სხვადასხვა სახის აქტივობები განხორციედება.
„ამ ეტაპზე მიმდინარეობს მწვანე საფარის მოწესრიგება, ხეების გადაბელვა, გაზონების თიბვა, ხე-ბუჩქნარის სხვლა-ფორმირება. გარდა ამისა, დაგეგმილი სამუშაოების ფარგლებში დამონტაჟდება ლამპიონები, საფეხმავლო ბილიკებზე ამოიცვლება დაზიანებული ფილები, სკვერში განთავსდება ახალი სანაგვე ურნები. ამავდროულად, განახლდება დაზიანებული სკამები, ბავშვებისთვის კი მოეწყობა ატრაქციონების ზონა,“ - აცხადებენ ა(ა)იპ გორის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სააგენტოში.
ორგანიზაციის ცნობით, სამუშაოების დასრულების შემდეგ, ჩაირთვება შადრევანიც.