დავით აღმაშენებლის სახელობის ეროვნული თავდაცვის აკადემიაში საბაკალავრო ნაშრომების დაცვა დასრულდა. იუნკერებმა კომისიის წევრებს ნაშრომები მენეჯმენტის, თავდაცვა და უსაფრთხოების და ინფორმატიკის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამების მიმართულებით წარუდგინეს.
როგორც საგანმანათლებლო დაწესებულებაში განმარტავენ, საკვალიფიკაციო ნაშრომების დაცვის პროცესი საინტერესოდ წარიმართა.
„იუნკერთა საბაკალავრო თემები ეხებოდა ისეთ აქტუალურ და მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიცაა: მომავლის ციფრული ტექნოლოგიები; პანდემიის გავლენა საერთაშორისო ურთიერთობებზე; დისტანციური სასწავლო კურსები სამხედრო სწავლებაში; ქართული მენეჯმენტის არქიტექტორები; მარკეტინგის როლი ორგანიზაციის წარმატებაში და სხვა“, - ნათქვამია ეროვნული თავდაცვის აკადემიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
შეგახსენებთ, რომ იუნკერები, რომლებიც წარმატებით შეძლებენ საბაკალავრო ნაშრომების დაცვას მოიპოვებენ ბაკალავრის აკადემიურ ხარისხს შესაბამის სპეციალობაში და შესაძლებლობა ექნებათ სწავლა განაგრძონ უმაღლესი განათლების მეორე საფეხურზე.