საზოგადოება
18.06.2021 11:16
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 671 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

საქართველოში კორონავირუსის 671 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 657 პაციენტი. რაც შეეხება გარდაცვლილთა რიცხვს, კოვიდ19-ს 17 პირი ემსხვერპლა. ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 28 593 კვლევა ტესტით, მათ შორის 15 354 კვლევა ანტიგენის ტესტით და 13 239 PCR ტესტით - შესაბამისი მონაცემები მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე, stopcov.ge-ზე, ცოტა ხნის წინ განახლდა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 671 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 376 შემთხვევა, აჭარაში - 36, იმერეთში - 72, ქვემო ქართლში - 39, შიდა ქართლში - 41, გურიაში - 6, სამეგრელო - ზემო სვანეთში - 26, კახეთში - 36, მცხეთა-მთიანეთშ - 28, სამცხე-ჯავახეთში - 11. რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში კი ინფიცირების ნულოვანი მაჩვენებელია.

ბოლო ინფორმაციით, საქართველოში, ვირუსის გამოვლენიდან დღემდე, კორონავირუსის 357 591 დადასტურებული შემთხვევაა დაფიქსირებული, მათ შორის 343 734 პაციენტი უკვე გამოჯანმრთელდა.

 

კვირის ამბები