კულტურა
13.11.2019 17:44
100000-ზე მეტი უნიკალური ექსპონატი - ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმს გასულ თვეში 7000 ვიზიტორი ჰყავდა
სერგი მაკალათიას სახელობის გორის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმს ყოველთვიურად უამრავი დამთვალიერებლი ჰყავს. ოქტომბერში, მუზეუმს 7000-ზე მეტი ადამიანი ესტუმრა.
 
,,გორსა და გორის მუნიციპალიტეტში მდებარე მუზეუმები დამთვალიერებლის სიმცირეს არ უჩივის, მხოლოდ ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმს ოქტომბერში 7000 ვიზიტორი ჰყავდა. თუმცა ძალიან მნიშვნელოვანია მუზეუმის ტურისტულ მარშრუტში ჩასმა, რაც უცხოელი ვიზიტორების მოზიდვის შესაძლებლობას მოგვცემს" - განაცხადა GMnews-თან გორის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმის დირექტორმა თინათინ სოსანიძემ.
 
გორის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი, ივანე ჯავახიშვილისა და სერგი მაკალათიას ინიციატივით 1935 წელს დაარსდა. აქ ქვის ხანიდან მოყოლებული, დღემდე არსებული ყველა კულტურის 100000-ზე მეტი უნიკალური ექსპონატი ინახება.
 
ეთნოგრაფიული ფონდის განსაკუთრებულ ნაწილს წარმოადგენს იშვიათი ტექნოლოგიით მოქსოვილი ქირმანშალის, სამოსელის და აქსესუარების მრავალფეროვანი კოლექცია, ჭედური ხელოვნების ნიმუშები, შრომისა და ბრძოლის იარაღები.
კვირის ამბები